ქუთაისის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე "კოვიდ-19-თან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები ეკონომიკაში, ბიზნესსა და მედიცინაში“.
ქუთაისის უნივერსიტეტთან ერთად, კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი) და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციის მიზანია ეკონომიკაში და კონკრეტულად ბიზნესის სექტორში, ისევე როგორც მედიცინაში პანდემიით გამოწვეული პრობლემების განხილვა და შესაბამისი პოლიტიკების შემდომი რესტრუქტურიზაციის დაგეგმვა.
კონფერენციის მონაწილეები დაიყოფიან თემატურ სამუშაო ჯგუფებად, იმსჯელებენ ზემოაღნიშნულ საკითხებზე და წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს.
კონფერენცია ასევე მოიცავს სოციალიზაციის არსებით ელემენტებს, როგორიცაა გალა ვახშამი და ქალაქის ტური.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ქუთაისის უნივერსიტეტის დაარსების ოცდამეათე წლისთავს და გაიმართება ა/წ 8-9 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში
დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი
www.unik.edu.ge
დანართი 1
უკან |