ჟან მონეს საზაფხულო სკოლა: „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“

სურათი

2021 წლის 23-27 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო სკოლაში: „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ერასმუს + ჟან მონეს პროგრამის მიერ.

საზაფხულო სკოლის მიზანია ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია, ევროპის კავშირის ინსტიტუტების, კონსტიტუციური დემოკრატიის ძირითადი გამოწვევების, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება.

საზაფხულო  სკოლის  პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

o   ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლები, დამფუძნებელი პრინციპები და მიზნები

o   დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები

o   ეროვნული კონსტიტუციები, კონსტიტუციური იდენტობა და ევროპული სამართალი

o   მოქალაქეები, არჩევნები და პოლიტიკური პარტიები ევროკავშირში

o   საქართველოს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან

o   ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლოები ევროინტეგრაციის პროცესში

o   ადამიანის უფლებათა სტანდარტების განხორციელება საქართველოს სასამართლოების მიერ

o   საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მმართველობის ევროპიზაცია

o   ევროპული სამეზობლო პოლიტიკა: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

o   აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა: ევროპეიზაციის სამართლებრივი ასპექტები

o   ფედერალიზმი, ადგილობრივი თვითმმართველობა და დემოკრატია ევროკავშირში

o   კონსტიტუციური დემოკრატიის ძირითადი გამოწვევები ევროკავშირში

o   ევროკავშირთან დაკავშირებული სხვა საკითხები


საზაფხულო სკოლა გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ბათუმში, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35. საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვება:

-         მალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელი,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

-         მოწვეული ქართველი/უცხოელი სპიკერი - საჯარო ლექცია.

საზაფხულო სკოლა ეფუძნება ჟან მონეს პროფესორის მიერ შემუშავებულ სამ აკადემიურ საგანს:

·         ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი

·         ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის კავშირში

·         დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპეიზაცია

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები. დაინტერესებული კანდიდატი:

- უნდა იყოს იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობის, საჯარო მმართველობის სპეციალობის ბაკლავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;

-         იყოს მოტივირებული და დაინტერესებული სკოლის ფარგლებში წარმოდგენილი საკითხებით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

-         CV (რეზიუმე);

-         სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 300 სიტყვა);

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 აგვისტო

საბუთები გთხოვთ გმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@jeanmonnetchair.edu.ge   

წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს არა უგვიანეს 2021 წლის 20 აგვისტოსი.

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჟან მონეს საერთაშორისო სერტიფიკატი.

საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისიწნებულია ლექცია/სემინარები, დისკუსია, ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. საზაფხულო სკოლის დეტალური პროგრამა გამოქვეყნდება მოგვიანებით, ქვეყანაში არსებული პანდემიის ვითარების და შეზღუდვების გათვალიწინებით.

* საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: nakashidze.bsu@gmail.com

ასევე ეწვიეთ ჟან მონეს კათედრის ვებგვერდს: http://jeanmonnetchair.edu.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა