მეორე საერთაშორისო კონფერენცია: „აკადემიური გადაცდომის შემთხვევები უმაღლეს განათლებაში: დისტანციური სწავლების გამოწვევები პანდემიის პერიოდში“

სურათი

2021 წლის 16 სექტემბერს, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით,  უმასპინძლებს მეორე საერთაშორისო კონფერენციას ,,აკადემიური გადაცდომის შემთხვევები უმაღლეს განათლებაში: დისტანციური სწავლების გამოწვევები პანდემიის პერიოდში“ “Academic Misconduct in Higher Education: Challenges of Emergency Remote Learning. კონფერენცია ,,Erasmus+”-ის  პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  (“ACADEMIC INTEGRITY FOR QUALITY TEACHING AND LEARNING IN HIGHER EDUCATION INSTITUTIONS IN GEORGIA“ - INTEGRITY) ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოცდილების გაზიარება, შემთხვევების ანალიზი და არსებული პრაქტიკის შეჯამება, რაც დაეხმარება მონაწილეებს წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში.

კონფერენციის სამუშაო თემებია:

  • აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლება;
  • სტუდენტების შეფასება დისტანციური სწავლების დროს;
  • სტუდენტების მოტივაცია დისტანციური სწავლებისას;
  • სწავლების მეთოდები დისტანციური სწავლების დროს.

კონფერენციაზე ნაშრომის წარდგენის ფორმატია მოხსენება/პრეზენტაცია და/ან კვლევის ანგარიში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 2021 წლის 25 ივლისამდე გააგზავნოთ მოკლე ბიოგრაფია/CV და პრეზენტაციის მოკლე აბსტრაქტი (მაქსიმუმ 200-250 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: integrity@iliauni.edu.ge

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა