„ბსუ-ს ზოგიერთი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის (2011-2012 სასწავლო წლიდან ჩარიცხული პირები) ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასურის დაბრუნების საორგანიზაციო ღონისძიებების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 15 ივლისის N07-01/30 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2011-2012 წლებისათვის სწავლის საფასურის ოდენობების განსაზღვრის თაობაზე‘’ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 24 ივნისის N8 გადაწყვეტილებაში ბსუ-ს სამი სამაგისტრო პროგრამის (,სამართალი“, ,,ბიზნესის ადმინისტრირება" და ,,ფინანსები და საბანკო საქმე") ნაწილში და ნაცვლად 2500 ლარისა, 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სწავლის წლიური საფასური განისაზღვრა 2250 ლარით.
ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 15 ივლისის N07-01/30 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, 2250 ლარამდე სწავლის წლიური საფასურის შემცირების შესახებ წარმომადგენლობითი საბჭოს ეს გადაწვეტილება და 2021 წლის 16 თებერვლის N07-01/11 გადაწყვეტილება ვრცელდება 2011-2012 სასწავლო წლიდან 2020-2021 სასწავლო წლებში ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე: ,,სამართალი“, ,,ბიზნესის ადმინისტრირება" და ,,ფინანსები და საბანკო საქმე" და ,,ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის“ (2018-2019 სასწ. წლიდან) ჩარიცხულ ბსუ-ს სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს სწავლა (კურსდამთავრებულები) ან სხვადასხვა მიზეზით შეუწყდათ ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი (შიდა/გარე მობილობით/პირადი განცხადებით ან სხვა).
წარმომადგენლობითი საბჭოს 15 ივლისის N07-01/30 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, ბსუ-ს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს/სტატუსშეწყვეტილ პირებს (2011-2012 სასწავლო წლიდან ჩარიცხული პირები), რომლებსაც გადახდილი აქვთ ბსუ-ში სწავლის წლიური საფასური 2 250 ლარზე მეტი ოდენობით, ჩაეთვალათ ზედმეტად გადახდილად.
კურსდამთავრებულებს/სტატუსშეწყვეტილებს, მათი წერილობითი განცხადებების შესაბამისად, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე დაუბრუნდებათ ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასური ეტაპობრივად, უფლებამოსილი პირის განცხადების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, ხოლო იმ კურსდამთავრებულებს/სტატუსშეწყვეტილებს, ვინც 2021 წლის 15 ივლისამდე წარმოადგინა განცხადება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე - არაუგვიანეს 2021 წლის სექტემბრისა.
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე განცხადებები უფლებამოსილმა პირმა შესაძლებელია წარმოადგინოს ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით ან ელექტრონულად (სტუდენტური პორტალის ან ბსუ-ს ოფიციალური ფოსტის საშუალებით - info@bsu.edu.ge). განცხადებაში უნდა მიეთითოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ბსუ-ს რომელ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდით, რომელ წლებში, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, რეგისტრირებული და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც შეიძლება ჩაირიცხოს ბსუ-ში ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასური.
იხილეთ ქვემოთ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებები:
უკან |