ცხადდება მიღება ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე “განათლების მეცნიერებები”

სურათი

ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის “განათლების მეცნიერებები” ფარგლებში ბსუ აცხადებს 3 ვაკანსიას. სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა 23 აგვისტოდან 31 აგვისტომდე პერიოდში თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის კანცელარიაში (მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზ. 11  მე-3 კორპუსი 0179 თბილისი, საქართველო) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ) ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ნ) საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით;

შენიშვნა: აპლიკანტს მოეთხოვება  ინგლისური  ენის ცოდნა  B2 დონე. თუ განმცხადებელს სწავლის გაგრძელება სურს ინგლისური ენის სწავლების დიდაქტიკის სპეციალობით, მას ინგლისური ენის ცოდნა მოეთხოვება C1 დონეზე. ნებისმიერი სხვა ენის სწავლების დიდაქტიკის სპეციალობით სწავლის გაგრძელების მსურველს, მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე და შესაბამისი ენის ცოდნა C1 დონეზე;

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტებისთვის განსაზღვრულია შემდეგი ვადები (იხ. ბრძანება #116/01-01,  თსუ 27.07.2021) :

ა) გამოცდა ინგლისურ  ენაში  (B2 დონე) - 7 სექტემბერი;

ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -10 სექტემბერი;

დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;

ე) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი,) – 13 სექტემბერი;

ვ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

თ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;

ი) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 16-20 სექტემბერი;

კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი;

ლ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21 – 22 სექტემბერი;

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე

https://bsu.edu.ge/sub-59/program/4/index.html

ბრძანება მისაღები გამოცდების შესახებ დანართი 1 -ში, ხოლო სპეციალობის გამოცდის თემატიკა დანართი 2-ში.

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა