ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის მეწარმეობისა და ტექნოლოგიის გლობალური ელჩი კრის ბარი, ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტი გერალდ რაიზინგერი და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ნიკა ჩხარტიშვილთან და რექტორის მოადგილესთან თამარ სირაძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბსუ-ს შესთავაზეს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა ბერკლისა და ავსტრიის უნივერსიტეტების ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროექტებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. ასევე დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
უკან |