1) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა ბსუ-ს სტუდენტებმა 2021 წლის 8, 9, 10, 13 სექტემბრის 15:00 სთ-მდე ბსუ-ს პორტალის-portal.bsu.edu.ge-ს მეშვეობით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;
2) აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2021 წლის 8, 9, 10, 13 სექტემბრის 15:00 სთ-მდე ბსუ-ს პორტალის-portal.bsu.edu.ge მეშვეობით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;
დ) ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
ე) ცნობა ბსუ-ში სწავლის ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ ან სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი, თუკი პირს ერიცხება სწავლის საფასურის დავალიანება.
3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში (ბსუ-ს მიერ აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ) 2021 წლის 21, 22, 23 სექტემბრის ჩათვლით;
4) ფინანსური დავალიანების სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის დროისათვის მას არ ერიცხება ფინანსური დავალიანება;
5) სტუდენტი, რომელიც ბსუ-ში ჩაირიცხა 2020 და შემდგომი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მობილობის განაცხადის გაკეთებას შეძლებს, მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები.
საკონტაქტო პირი - 577 44 54 00
შიდა მობილობის განცხადებაუკან |