1) სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students. emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2021 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტოს 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს „საქართველოს ბანკში“.
2) სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, 2021 წლის 3, 6, 7 სექტემბრის 17:00 სთ-მდე ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე-Chancellery@bsu.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში (ბსუ-ს მიერ აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ) 2021 წლის 14, 15 სექტემბრის 17:00 სთ-მდე.
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია)
საკონტაქტო პირი - 577 44 54 00
გარე მობილობის განცხადებაუკან |