საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბსუ-ში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

სურათი

პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან,  ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ  ნიკა ჩხარტიშვილთან ერთად, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

ბსუ-ში განთავსებულ ვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით შეუძლიათ.

რეგიონში იმუნიზაციის მიმდინარეობასა და მოქალაქეების აქტივობაზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, უკვე ადმინისტრირებულია 98 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა და მოსახლეობის 15% ერთი დოზით მაინც აცრილია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ამცრელი ბრიგადა მუშაობს, რომლის დღიური გამტარობა 800-1000 პაციენტია, ხოლო რეგიონის მასშტაბით 60 ამცრელი ბრიგადა ოპერირებს.

მთავრობის მეთაური მოქალაქეებსა და ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა, რომელთა შორის ბსუ-ს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც არიან და ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას.

პრემიერმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა