1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამის სტრუქტურული ერთეულში დასაქმებისათვის საჭირო განათლება (არის ბსუ-ს საბაკალავრო პროგრამის მე-3 ან მე-4 სასწავლო წლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ან ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი), კერძოდ:
ა) იურიდიულ დეპარტამენტში - „სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო პროგრამის ან „სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში - საინჟინრო ტექნოლოგიების ან კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი/კურსდამთავრებული (კონკურსანტს უნდა შეეძლოს კომპიუტერული ტექნიკის (პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები, wi-fi აპარატები) და პროგრამული უზრუნველყოფის (ოპერაციული სისტემა windows, საოფისე პროგრამები) მართვა);
2. კონკურსანტმა 2021 წლის 19 აგვისტოდან 2021 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით (16:00 სთ-მდე), ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარიის) ელექტრონული ფოსტის - chancellery@bsu.edu.ge მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (თანდართული ფორმის - დანართი 6 შესაბამისად შევსებული);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV;
დ) სასწავლო ბარათი ბსუ-ს სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან (ან ბსუ-ს დიპლომის/დანართის ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ - კურსდამთავრებულის შემთხვევაში).
ე) ცნობა სოციალურად დაუცველთა ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
3. სტაჟიორთა შერჩევისას გაითვალისწინება: ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სტუდენტის/კურსდამთავრებულის აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრ კონკურსანტს.
4. თითოეული სტრუქტურისათვის უნდა შეირჩეს არაუმეტეს 4 სტაჟიორი, რომლებიც შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას შემდეგი განრიგით:
ა) პირველ ცვლაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 9:00სთ - 13:00სთ-ებში;
ბ) მეორე ცვლაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:00სთ - 18:00სთ-ებში.
5. სტაჟიორმა უნდა შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები.
6. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულ წარმატებულ სტაჟიორებზე გაიცემა სერტიფიკატები და შესაძლებელია დასაქმდნენ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არაუმეტეს 6 თვის ვადით, თვეში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურებით.
7. კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას თან ერთვის:
ა) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (დანართი 1);
ბ) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის სამუშაო აღწერილობა (დანართი 2);
გ) ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულება (დანართი 3);
დ) ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სამუშაო აღწერილობა (დანართი 4);
ე) ,,ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 აგვისტოს N01-10/72 ბრძანება (დანართი 5);
ვ) სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 6).
დანართი 1დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
დანართი 6
უკან |