მაგისტრობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლისათვის  მიღება გამოცხადდა!

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (დანართი 1).

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს დისტანციურად ელექტრონული ფოსტის - master@bsu.edu.ge  საშუალებით 2021 წლის 30 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.  

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (შევსებული დანართის 2 შესაბამისად);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2021 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე),  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მატერიალურად წარმოდგენა მოხდება მოგვიანებით, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით;
  • ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე. მატერიალურად წარმოდგენა მოხდება მოგვიანებით, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, ზეპირი ფორმატით, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, შემდეგი განრიგით:

მისაღები გამოცდა უცხო ენაში - 2021  წლის 14 სექტემბერი (დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი;  III ცვლა- 17:00 საათი);

გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2021 წლის 15 სექტემბერი;

საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2021 წლის 16 სექტემბერი 10:00 დან 16:00 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი -  2021  წლის 17 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მისაღები გამოცდა სპეციალობაში - 2021 წლის 20 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი;  III ცვლა- 17:00 საათი):

გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2021  წლის 20  სექტემბერი;

საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2021  წლის 21 სექტემბერი, 10:00 დან 16:00 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი -  2021 წლის 22 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე 2021 წლის 23 სექტემბერს.

ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2021 წლის 23, 24, 27 სექტემბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა N32/35 (კორპუსის და ოთახის ნომრის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე,  გამოცდების საბოლოო შედეგებთან ერთად).

უცხოურ ენებში მისაღები გამოცდებისათვის კონსულტაციები ჩატარდება დისტანციურად, Zoom- ის პლატფორმის გამოყენებოთ, შემდეგი განრიგით:

ინგლისური ენა:

3 სექტემბერი, 18:00 საათი -  https://us02web.zoom.us/j/9094564247

4 სექტემბერი 18:00 საათი - https://us02web.zoom.us/j/9094564247

5 სექტემბერი, 14:00 საათი - https://us02web.zoom.us/j/2427589247

6 სექტემბერი, 14:00 საათი -https://us02web.zoom.us/j/2427589247

გერმანული ენა

6 სექტემბერი, 13:00 საათი - https://us02web.zoom.us/j/7155657088

ფრანგული ენა  

6 სექტემბერი, 17:00 საათი -  https://us02web.zoom.us/j/4834163851

რუსული ენა

6 სექტემბერი, 13:00 საათი - https://us02web.zoom.us/j/7326368352

 

ბსუ-ს რექტორის ბრძანება 2021-2022 სასწავლო წლისათვის მიღების გამოცხადების შესახებ.

"ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლისათვის მიღების გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს რექტორის 2021 წლის 24 აგვისტოს №01-02/135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისათვის - 555 39 27 58

  დანართი 1
  დანართი 2
  უცხო ენებში ზეპირი გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა