დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე (დანართი 1).

დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს დისტანციურად ელექტრონული ფოსტის - phd@bsu.edu.ge  საშუალებით 2021 წლის 6 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. 

კანდიდატებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

-          დოქტორანტობის კანდიდატის  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული დანართი 2-ის შესაბამისად);

-          განცხადება (შევსებული დანართი 3-ის  შესაბამისად);

-         პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

-          2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

-         მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2021 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი; უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

-         ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

-         წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-         სადოქტორო კვლევითი პროექტის მოკლე ანოტაცია და  სამეცნიერო ხელმძღვანელის (სავარაუდო) თანხმობა (შევსებული დანართი 4-ის  შესაბამისად);

-         სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.

დოქტორანტურაში მისაღები გამოცდები/გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელექტრონულად), ZOOM -ის პლატფორმის  გამოყენებით, შემდეგი განრიგით:

მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში (ზეპირი) - (კონკურსანტს მოეთხოვება არანაკლებ B2  დონის ცოდნა) - 2021  წლის 9 სექტემბერი (დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი);

-  გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2021 წლის 9 სექტემბერი;

-  საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2021 წლის 10 სექტემბერი, 1000 დან 1600 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით;

- საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება -  2021  წლის 13 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მისაღები გამოცდა სპეციალობაში  (ზეპირი)- 2021 წლის 14 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი):

-  გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2021  წლის 14 სექტემბერი;

-  საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2021  წლის 15 სექტემბერი, 1000 დან 1600 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით;

- საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება -  2021 წლის 16 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

უცხოურ ენებში მისაღები გამოცდებისათვის კონსულტაციები ჩატარდება დისტანციურად, Zoom- ის პლატფორმის გამოყენებოთ, შემდეგი განრიგით:

ინგლისური ენა - 6-7 სექტემბერი 18:00 საათი - https://us02web.zoom.us/j/9094564247

ბსუ-ს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდა/გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად:

მისაღები გამოცდა/გასაუბრება უცხო ენაში - 2021 წლის 9 სექტემბერი.

zoom-ის ბმულები და გასაუბრების დრო მითითებულია მიმაგრებულ ფაილში.

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  უცხო ენებში ზეპირი გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
  გასაუბრების განრიგი
  ზუმის ინსტრუქცია
  შეფასების კრიტერიუმი - B2
  შეფასების კრიტერიუმი - C1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა