2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების საყურადღებოდ!

სურათი

1. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების ბსუ-ში რეგისტრაცია (ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) განხორციელდება ბსუ-ს პირველ კორპუსში, მე-3 სართულზე (შოთა რუსთაველის დარბაზი - N55), 2021 წლის 07 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) პერიოდში, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგი განრიგით:

ა) 2021 წლის 7 სექტემბერი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ქართული ფილოლოგია; ისტორია; ინგლისური ფილოლოგია; გერმანული ფილოლოგია; ფრანგული ფილოლოგია; რუსული ფილოლოგია; თურქული ფილოლოგია; თარგმანმცოდნეობა; ფილოსოფია; თურქეთისმცოდნეობა);

ბ) 2021 წლის 8  სექტემბერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (,,ბიზნესის ადმინისტრირება“; ,,ეკონომიკა“);

გ) 2021 წლის 9 სექტემბერი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბიოლოგია; ეკოლოგია; გეოგრაფია; ქიმია; ფარმაცია; ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია; მედიცინა; სტომატოლოგია);

დ) 2021 წლის 10 სექტემბერი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (მათემატიკა; ფიზიკა; კომპიუტერული მეცნიერებები; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა);

ე) 2021 წლის 13  სექტემბერი - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (სამართალმცოდნეობა; ევროპისმცოდნეობა; ფსიქოლოგია; საერთაშორისო ურთიერთობები; საჯარო მმართველობა);

 ვ) 2021 წლის 14 სექტემბერი - ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (მშენებლობა; ტელეკომუნიკაცია;  არქიტექტურა; აგრონომია; სასურსათო ტექნოლოგია);

ზ) 2021 წლის 15 სექტემბერი - ტურიზმის ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამაზე (ტურიზმი).

  • ძვირფასო პირველკურსელებო,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას და პირველკურსელთა რეგისტრაციას აგრძელებს  17 სექტემბრის ჩათვლით.

2. ბსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა (ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ: 

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3x4);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.

3. ბსუ-ში სწავლის უფლების მქონე პირი (პირველსემესტრელი) ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია - გადაიხადოს პირველი სემესტრის სწავლის საფასური (შესაძლებელია ეტაპობრივად გადახდა, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, კერძოდ:

ა)  არანაკლებ 800 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც არა აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო პროგრამული დაფინანსებით სწავლის უფლება;

ბ) არანაკლებ 340 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც მოპოვებული აქვს 50%-იანი სასწავლო გრანტი;

გ) არანაკლებ 200 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც მოპოვებული აქვს 70%-იანი სასწავლო გრანტი;

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი -TRESGE  22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 – (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური);

დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;

  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე - 593 40 93 98;
  • 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესი დაიწყება 4 ოქტომბერს!

 

შენიშვნა N1:

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების წევრების (მეუღლე, შვილი) განათლების ხელშეწყობის მიზნით, ბსუ-ს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/სამედიცინო აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე) სწავლის თანადაფინანსება შეიძლება განხორციელდეს ბსუ-ში გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის 30 %-ის ოდენობით, ამ კატეგორიის სტუდენტის მიერ პირველ სემესტრში წარმოდგენილი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (დაბადების მოწმობა, ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობა, ცნობა დასაქმების ადგილიდან და სხვა) საფუძველზე გამოცემული ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;

შენიშვნა N2:

ბსუ-ში სწავლის საფასურის გადახდისაგან, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების საფასურის ფარგლებში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით თავისუფლდებიან მხოლოდ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც არიან მშობლების მზრუნველობას მოკლებულნი (დედ-მამით ობოლი ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად/გარდაცვლილად აღიარებული მშობლების შვილები). ბრძანება გამოიცემა სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა სტუდენტის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. ადმინისტრაციის ხელმღვანელი უფლებამოსილია ამ კატეგორიის სტუდენტი გაათავისუფლოს ბსუ-ში სწავლის საფასურის გადახდისაგან:

ა) მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასაწყისიდან, თუკი განთავისუფლების ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი არსებობდა ამ სემესტრის დაწყებამდე, თუმცა განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა სტუდენტმა საპატიო მიზეზით დააგვიანა  (წარმოადგინა სემესტრის დასრულებამდე);

ბ) მომდევნო სასწავლო სემესტრის დასაწყისიდან, თუკი განთავისუფლების ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში ან მომდევნო სემესტრის დაწყებამდე და სტუდენტმა წარმოადგინა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით.

დანართის სახით იხილეთ  ,,ბსუ-ს სწავლის საფასურის გადახდის წესი“.

  ბსუ-ს სწავლის საფასურის გადახდის წესი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა