მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ მიმართულებებში:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  2. მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  3. ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  4. გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  5. რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  6. ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  7. ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  8. ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  9. ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  10. გეოგრაფია;
  11. ისტორია;
  12. სამოქალაქო განათლება;
  13. სპორტი;
  14. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის არანაკლებ ბაკალავრის, ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ან სრული ზოგადი და შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.    

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტმა   2021 წლის 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, (მიღების საათები 10:00-17:00) ბსუ-ში (მისამართი: ნინოშვილის/რუსთაველის ქუჩა 35/32, მეორე კორპუსი, #207 აუდიტორია)  უნდა წამოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული დანართი 1-ის  და დანართი 2-ის შესაბამისად);

 ბ) პირადობის მოწმობის  ასლი;

 გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი   დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);

დ) ბაკალავრის, მაგისტრის  და/ან მათთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  (2021 წლის კურსდამთავრებულთათვის -  ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

ე) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

თუ აპლიკანტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარმოდგენას მატერიალური სახით, უნდა გამოაგზავნოს მითითებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსია ელექტრონულ ფოსტაზე:  ese@bsu.edu.ge, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობასთან ერთად.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები  ჩატარდება   2021 წლის 27 სექტემბერს წერითი ფორმით, დისტანციურად.  (დეტალური ინფორმაცია გამოცდის საორგანიზაციო საკითხებზე გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ).

გამოცდის შედეგები გამოცხადდება  2021  წლის 29 სექტემბერს .

საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 30 სექტემბერს ელექტრონულ ფოსტაზე: ese@bsu.edu.ge;

საპრეტენზიო განცხადებების განხილვა მოხდება  2021  წლის 1 ოქტომბერს;

გამოცდის საბოლოო შედეგები (პროგრამაზე ჩარიცხულ აპლიკანტთა სია)  გამოქვეყნდება 2021 წლის 2 ოქტომბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე. 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2021  წლის 3  ოქტომბერს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის ოფისში ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32,  ბსუ-ს მე-2 კორპუსი, ოთახი N213.

საკონტაქტო პირი: ლელა თავდგირიძე პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი.

მისაღები გამოცდები  ჩატარდება   2021 წლის 27 სექტემბერს წერითი ფორმით, დისტანციურად. საგამოცდო ბილეთის სტრუქტურა და თენატიკა იხილეთ ბმულეზე

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა