2021 წლისათვის ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირები!

ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2021 წლის 23, 24, 27 სექტემბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა N32/35, აუდიტორია N16.

მაგისტრანტობის უფლებამოპოვებული პირმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (შევსებული დანართის 2 შესაბამისად);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2021 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე),  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა;
  • სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (არანაკლებ 800 ლარისა).

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:

  • მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
  • მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
  • ბანკის კოდი -TRESGE  22;
  • მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 – (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური);
  • დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;

ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირი უფლებამოსილია 26 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი წერილობითი განცხადებით (ბსუ-ს ელ. ფოსტაზე info@bsu.edu.ge) უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაფორმებაზე და ბსუ-ში ჩარიცხვაზე.


  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  ტექნოლოგიური ფაკულტეტი
  ტურიზმის ფაკულტეტი
  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა