ბსუ-ში სეზონური სკოლა „სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება (ადრეულ განათლებაში ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის მიმართულებით)“ ჩატარდა. ღონისძიება ითვალისწინებდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური განვითარების ხელშეწყობას. სეზონურ სკოლაში ცხრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სეზონური სკოლა გაიმართა შერეული მოდელით. სესიების ნაწილი, 10-21 სექტემბერს დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა და 25-26 სექტემბერს პირისპირ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სეზონური სკოლის ფარგლებში ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული სესიები შემდეგ თემებზე:
- „ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის" სასწავლო კურსის მიზნების განხილვა (შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებზე დაყრდნობით);
- „ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის“ სასწავლო კურსის სტრუქტურა და შინაარსი;
- ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის სწავლებასთან დაკავშირებული საჭიროებების გამოკვეთა, რესურსების მიმოხილვა;
- უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული/განახლებული სილაბუსის (სწავლის შედეგების, თემატიკის, პრეზენტაციების, სასწავლო მასალისა და დავალებების) წარდგენა, უკუკავშირი.
პროექტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.
უკან |