ბსუ-ს დოქტორანტებმა ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტების კონკურსში გაიმარჯვეს

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებმა: ანდრია როგავამ, თამაზ დარჩიძემ და მარინა მჟავანაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების კვლევითი გრანტების 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვეს. ანდრია როგავა სადისერტაციო ნაშრომზე ემერიტუს-პროფესორ შოთა მამულაძის ხელმძღვანელობით მუშაობს, თამაზ დარჩიძე - ემერიტუს-პროფესორების: შოთა მამულაძის და ამირან კახიძის ხელმძღვანელობით, ხოლო  მარინა მჟავანაძეს ხელმძღვანელობას  პროფესორები: რამაზ ხალვაში და მანანა თანდაშვილი უწევენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ახალგაზრდა მკვლევარებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა