განცხადება ბსუ-ში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით

სურათი

საქართველოს მთავრობის ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში (N322, 23.05.2020) 2021 წლის 30 სექტემბერს შესული ცვლილების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში. შესაბამისად,  ბსუ- ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი  ნაცვლად 4 ოქტომბრისა, დაიწყოს 11 ოქტომბერს, შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით. კერძოდ, ლექციები  ჩატარდეს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და ჯგუფში მუშაობა საუნივერსიტეტო სივრცეში.

მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე (მედიცინის, სტომატოლოგიის,  ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის), რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) სრულად ვაქცინირებულია;

ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;

გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა