ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. ბსუ-ს რექტორატმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 3 მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
უკან |