„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამა აცხადებს კონკურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის (სწავლების/ტრენინგის) 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის (იხილეთ დანართი) მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინიტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 12 ნოემბერი 18:00 საათი;
შენიშვნა:
თესალონიკის უნივერსიტეტისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2021 წლის 29 ოქტომბერი, 18:00 საათი.
დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C1
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
- საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
- კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართიუკან |