
2021 წლის 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ონლაინ ფორმატში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოადგილე, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ნანა ყურშუბაძე ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობებს გააცნობს.
პრეზენტაციაში ჩართვის მსურველებს, გთხოვთ, გაიროთ რეგისტრაცია ბსუ-ს პორტალზე.
პრეზენტაციის ZOOM-ის პლატფორმის ბმული: https://us02web.zoom.us/j/5529839711?pwd=VHZHMDh5a3dLQnVMTWdKajhsYk4xQT09
უკან |