რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსს. მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობას.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ნოემბრის 16:00 საათამდე.
კონკურსის ძირითადი პირობები:
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
- კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
- გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
- პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
- ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
- მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
- დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ რუსთაველის ფონდის ვებგვერდის ბმულზე
უკან |