ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებისთვის, ვინც გაიარა ტესტირება უცხო ენაში ა. წ. 16 სექტემბერს, 19 და 31 ოქტომბერს და გადალახა დადგენილი ბარიერი, ან ფლობს უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს , ცხადდება დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლა ვროცლავში,პოლონეთი (https://awf.wroc.pl/)
სასწავლო კურსები იხილეთ აქ
უცხო ენა: ინგლისური ენა - B2 დონე;
- სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი (https://www.polsl.pl/) კონკურსი საქართველოს მასშტაბით;
სასწავლო კურსები იხილეთ აქ
- ცენოვის ეკონომიკის აკადემია სვიშტოვში, ბულგარეთი (https://www.uni-svishtov.bg/)
სასწავლო კურსები იხილეთ აქ
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
- ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
- არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
- კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2021 წლის 8 ნოემბრიდან - 2021 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე).
დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 1 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მეოერე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2021 წლის 15 ნოემბერი
სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
სასწავლო ხელშეკრულებაუკან |