ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ რედაქტორის, პროფესორ იოსებ სანიკიძის გარდაცვალების გამო. პროფესორი იოსებ სანიკიძე წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. იგი 1993-2000 წლებში იყო ფილოლოგიის კათედრის დოცენტი, 2006-2013 წლებში - ასოცირებული პროფესორი და ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. პროფესორი იოსებ სანიკიძე გახლდათ რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა და წიგნების ავტორი.
უკან |