სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი (https://www.polsl.pl/) აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის საქართველოს მასშტაბით 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა:
- მოწვევის წერილი, შეთანხმებული მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (https://www.polsl.pl/rn3-1-dwz-swm/en/faculty-coordinators/);
- მობილობის ხელშეკრულება (Mobility Agreement);
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბულზე და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან
- (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესის და ვადის შესაბამისად (30/11/2021)
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში;
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |