2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ-მასწავლებლებს სთავაზობს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას. გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს ლინგტვისტიკის მიმართულების ინდივიდუალურ მობილობას ბიდგოშჩის უნივერსიტეტში (პოლონეთი). https://wsg.byd.pl/strona-
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php
და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 3 დეკემბერი, 15:00 საათი.
რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ინგლისურ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე მიმღები უნივერსიტეტისთვის);
- რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
- საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
-
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
შენიშვნა:
მიმაგრებული ფაილის სახით, იხილეთ მობილობის ხელშეკრულება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |