(სხდომის ჩატარების დრო: 14 სთ.)
1. ბსუ-ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე.
(მომხს.: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
პროფ. ვლადიმერ ღლონტი)
2. ბსუ-ს ზოგიერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში („საფინანსო სერვისები“, „საბიბლიოთეკო საქმე“, „მეფუტკრეობა“, „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“) ცვლილებების შეტანის თაობაზე.
(მომხს.: პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი, ასოც. პროფ. მადონა მიქელაძე
3. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ანა ვაშაყმაძისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
ასოც. პროფ. ლევან ჯაყელი)
4. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის აკადემიურ (სამუშაო) დატვირთვებში საგამონაკლისო დაშვების შესახებ.
(მომხს-ები: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
ასოც. პროფ. ლევან ჯაყელი;
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი,
პროფ. ლელა თურმანიძე)
5. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების ადმინისტრირება“ ზოგიერთი სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე.
(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი,
პროფ. ლელა თურმანიძე)
6. „ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 ნოემბრის №134 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი,
პროფ. ლელა თურმანიძე)
7. ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტზე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ტურიზმი“ შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
(მომხს.: ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ირაკლი კორძაია)
მიმდინარე საკითხები.
უკან |