ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი კორდობას უნივერსიტეტში http://www.uco.es/ (ესპანეთი) ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომელთაც:
1. გავლილი აქვთ ტესტირება ინგლისურ ენაში ა. წ. 16 სექტემბერს, 19 და 31 ოქტომბერს და გადალახეს დადგენილი ბარიერი;
2. ფლობენ უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს - ინგლისური/ესპანური ენა - B2 დონე;
3. წარმატებით გაივლიან ა.წ 7 დეკემბერს დაგეგმილ ტესტირებას - ინგლისურ ენაში B2;
ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა, განცხადება რექტორის სახელზე (მიუთითეთ საფეხური, ფაკულტეტი, სპეციალობა, ენის დონე -B2 დონე, მოქმედი ელფოსტა, ტელეფონის ნომერი) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი უნდა გამოაგზავნონ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 3-6 დეკემბერს, 15:00 სთ-მდე.
მიმართულებები:
- ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი;
- ბიოლოგია;
- გარემოს მეცნიერებები;
- ქიმია;
- მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია;
- სოფლის მეურნეობა;
- სატყეო საქმე;
- ტურიზმი.
სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: http://www.uco.es/internacional/extranjeros/en/courses#courses
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
- ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
- არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
- კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2021 წლის 6 დეკემბრიდან - 2021 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე).
საბუთების მიღება იწარმოებს სარეგისტრაციო ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 1 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მეოერე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2021 წლის 14 დეკემბერი
სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართიუკან |