ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2021-2022 სასწავლო წელს 318 სტიპენდიანტი ჰყავს. კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო სტიპენდია 226-მა სტუდენტმა მოიპოვა, 31-მა - პირველკურსელთა სტიპენდია, 16-მა - საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდია, 2-მა - შოთა რუსთაველისა და ხუსეინ ნაკაიძის სახელობის საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია, 8-მ - ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია, 10-მა - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდია, 4-მა - თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდია და 21-მა ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია. სასტიპენდიო ფონდი შეადგენს 230 475 ლარს. ბსუ ულოცავს სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვებას და უსურვებს წარმატებებს.
უკან |