ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ სათნოების სახლის მაცხოვრებლებს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად სასურსათო პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს. ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში 130-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს. საქველმოქმედო აქცია უნივერსიტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა.
უკან |