ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს უმასპინძლა. სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ასევე, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსურველებს სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ აცრის შესაძლებლობა ჰქონდათ.
შეხვედრას აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, მარინა ქორიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება პროექტის ,,ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ,,საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ,,მოგზაური ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით გაიმართა.
უკან |