სტუდენტთა საყურადღებოდ, მობილობა დაიწყო!

სურათი

შიდა მობილობის პროცესი!

1) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა  ბსუ-ს სტუდენტებმა 2022  წლის 17,18,21 და  23  თებერვლის  15:00 სთ-მდე  ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე: chancellery@bsu.edu.ge  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:
ა)  განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;  
 გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;  
 
2) აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2022  წლის 17,18,21 და  23  თებერვლის  15:00 სთ-მდე    ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე:   chancellery@bsu.edu.ge  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;  
გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;  
დ)  ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
ე) ცნობა ბსუ-ში სწავლის ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ ან სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი, თუკი პირს ერიცხება სწავლის საფასურის დავალიანება.
 
3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) (ბსუ-ს მიერ  აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ)  2022  წლის   24  და  25  თებერვლის  ჩათვლით;
 
4) ფინანსური დავალიანების სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის დროისათვის მას არ ერიცხება ფინანსური დავალიანება;
 
5)  სტუდენტი,  რომელიც ბსუ-ში ჩაირიცხა 2020  და შემდგომი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მობილობის განაცხადის გაკეთებას შეძლებს, მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები.
 
საკონტაქტო პირი -577 44 54 00
 
გარე მობილობის პროცესი!
 
1) სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ  პორტალზე  (www.students.emis.ge)  გაიაროს  რეგისტრაცია  2022 წლის 28  იანვრიდან - 2022  წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) .
2) სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით  ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე chancellery@bsu.edu.ge  უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;  
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; 
ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;  
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) (ბსუ-ს მიერ  აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ) 2022  წლის   15  და  16  თებერვალის  17:00  სთ-მდე.
 
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)
 
საკონტაქტო პირი - 577 44 54 00

 

  ბრძანება №01-02/12
  ბრძანება №01-02/13
  შიდა მობილობის განაცხადის ფორმა
  გარე მობილობის განაცხადის ფორმა
  მობილობის მსურველის თანხმობა
  მობილობის მსურველის უარი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა