ბსუ-ს პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

სურათი

ბსუ-ს პროფესორებმა და მკვლევრებმა: ჯემალ კარალიძემ, ნუგზარ მგელაძემ და გალინა მეფარიშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორებსა და მკვლევრებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

ბსუ-ს გამარჯვებული სამეცნიერო პროექტები:

1. „მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე (აჭარაში დასახლებულ აფხაზთა მუჰაჯირობა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მუჰაჯირთა შთამომავლებთან აჭარაში მცხოვრები ურთიერთობის 21-ე საუკუნის რეალობა)“ - პროექტის ხელმძღვანელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ჯემალ კარალიძე

2. „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი“ - პროექტის ხელმძღვანელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნუგზარ მგელაძე

3. „საქართველოსთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადების - კარტოფილის რბილი სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიების სახეობრივი მრავალფეროვნებისა და მათ მიმართ ბაქტერიოფაგების მგრძნობელობის შესწავლა“ - პროექტის ხელმძღვანელი ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი 

2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 580 პროექტი, კონკურსიდან მოიხსნა 71 პროექტი. შეფასების ეტაპზე გადასული 509 პროექტი შეაფასა  ევროპის სამეცნიერო ფონდმა (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად და დასაფინანსებლად შეირჩა 123 პროექტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა