
17 თებერვალს გაიმართება ISTQB CTFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის - First Accredited ISTQB CTFL Exam Preparation Course საინფორმაციო შეხვედრა. კურსი 7 მარტს დაიწყება და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს. 9-კვირიანი სასწავლო კურსი ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ინგლისურ ენაზე და სწავლებას გაუძღვებიან Ecaxtpro-ს გამოცდილი ექსპერტები. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც თან ახლავს Q&A სესიები.
კურსის დასასრულს, სტუდენტები მიიღებენ ოფიციალური საერთაშორისო გამოცდის შესაბამის ტესტს. კითხვების 70% -ზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირების 2-თვიანი პროგრამა ჩვენს კომპანიაში. ასევე, კურსი სთავაზობს დამატებით შესაძლებლობას წარმატებულ სტუდენტებს, დასაქმდნენ Exactpro-ში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. მომდევნო სამი თვის განმალობაში, სტუდენტებს მენტორობას გაუწევევენ კომპანიის ექსპერტები, რათა მოემზადონ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე.
უკან |