სუპერმარკეტების ქსელი „დეილი“ ბსუ-ს სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სუპერმარკეტების ქსელ „დეილს’’ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, დასაქმდნენ სუპერმარკეტში და მიიღონ დაფინანსება. კომპანიაში დასაქმების 6-თვიანი პერიოდის გავლის შემდეგ შპს „დეილი“ წარმატებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის 25%-ს, ხოლო 1-წლიანი პერიოდის გავლის შემდეგ - 50%-ს.  მემორანდუმი ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდების სტაჟირებას, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდება ერთობლივი ტრენინგები, ლექციები, კონფერენციები და დისკუსიები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა