ბსუ-ს შეთავაზება აბიტურიენტებს

სურათი

როგორ ავირჩიოთ სწორად პროფესია?

პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ახალგაზრდები ხშირ შემთხვევაში, პროფესიის არჩევისას შეცდომას უშვებენ, ითვალისწინებენ მშობლების, ნათესავების, მეგობრების რჩევებს და უპირატესობას ანიჭებენ მათ მიერ არჩეულ ან მოდურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

ბსუ-ს ფსიქოლოგები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ტრენინგს და სკოლის მოსწავლეებს მისცემენ რჩევებს, თუ როგორ აირჩიონ სწორად პროფესია და რა მთავარი საკითხები გაითვალისწინონ.

მონაწილეობისთვის 15 თებერვლამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე - https://forms.gle/CiMiwEAXSE6rGxYbA

ტრენინგის განრიგი:

15  თებერვალი,  20:00 საათი

17 თებერვალი, 20:00 საათი

ხელმძღვანელი: ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბერიძე

ტრენერები: ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ფსიქოლოგები: ხატია ბერიძე, დავით ქათამაძე, ნინო ბარამიძე, ელენე იმნაიშვილი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა