ბსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ იმპაქტ ფაქტორი - 0.758 მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ (ISSN 2587-490X) საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირების (ISI)/International Scientific Indexing ბაზაში მოიპოვა ინდექსაცია და მიენიჭა იმპაქტ ფაქტორი - 0.758 (2021-2022). საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე დაარსდა 2018 წელს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.

ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.)  მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.

ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია:  აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, გეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, რელიგიის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, ენათმეცნიერება, კულტურა, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანი, კულტურული ანთროპოლოგია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს ულოცავს მნიშვნელოვან წარმატებას.

ჟურნალის ელექტრონული მისამართი: https://openjournals.ge/index.php/hos

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა