წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 10 თებერვლის ონლაინ-სხდომა გაიმართება 13:00 სთ-ზე
( ზუმის ლინკი https://zoom.us/j/3675224552 )
სხდომის დღის წესრიგი:
- „ბსუ-ს უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2019 წლის 22 ნოემბრის N07-01/47 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
(მომხსენებელი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი მ.ქორიძე).
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის „პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 5 ოქტომბრის N02 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
(მომხსენებელი - ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე).
- „ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 15 ივლისის N07-01/36 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
(მომხსენებლები: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ე. შაინიძე)
- „ბსუ-ს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის შექმნისა და ადმინისტრაციის სტრუქტურაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი.
(მომხსენებელი : ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი )
წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო
უკან |