
19 თებერვალს, 17:00 საათზე, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ვებინარი ჩატარდება თემაზე: „ერთად ვებრძოლოთ პლაგიატს“. ვებინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ძირითადი სტრატეგიები, ტექსტის შექმნის პრინციპები და პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.
მონაწილეები ნახავენ პლაგიატის პრევენციის შესახებ ,,Erasmus+“-ის პროექტის ფარგლებში ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ მომზადებულ ვიდეორგოლებს.
ვებინარი ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:
უკან |