გარდაიცვალა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი რომან ზოსიძე (1934-2022). ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუს-პროფესორ რომან ზოსიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს და სამეცნიერო საზოგადოებას.
ემერიტუს-პროფესორი რომან ზოსიძე 1953-1958 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1958-1959 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას შუახევის რაიონის ტბეთის და დღვანის საშუალო სკოლებში. 1969 წლიდან ფილოსოფიის დოქტორი რომან ზოსიძე 53 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიის სხვადასხვა დისციპლინაში. 1981-1991 წლებში იყო ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1981-2005 წლებში - უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
ემერიტუს-პროფესორი რომან ზოსიძე 2013 წლიდან არჩეული იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორად.
დიდია რომან ზოსიძის მეცნიერული წვლილი და დამსახურება სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფია. მიღებული აქვს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯილდო.
უკან |