ცხადდება კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ბიალისტოკის უნივერსიტეტში (პოლონეთი). მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 სამუშაო დღეს.
1. ბიალისტოკის უნივერსიტეტი - https://uwb.edu.pl/home
მიმართულება - სამართალი;
საკონტაქტო პირი: Piotr Bialas - p.bialas@uwb.edu.pl
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას და არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის პერიოდი: 2022 წლის 23 თებერვლიდან - 12 მარტი, 18:00 საათი.
საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php
და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 16 მარტი;
- საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
- კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |