უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბსუ-ში

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა სლოგანით „ბსუ უკრაინისთვის“. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები. უკრაინის მხარდამჭერ აქციას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში აკადემიურ საბჭოს წევრებთან ერთად შეუერთდა და საბჭოს მიმართვა გააცნო. 
 
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით,  მკაცრად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირების პროცესს. 
 
გვჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებული ნაბიჯებით შეძლებს აგრესორი სახელმწიფოს შეკავებას და მშვიდობის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რეგიონსა და მთელს მსოფლიოში.
დიდება უკრაინას!
დიდება უკრაინელ ხალხს!“ - ნათქვამია ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიმართვაში. 
 
უნივერსიტეტი ასევე იწყებს ჰუმანიტარულ კამპანიას უკრაინის დასახმარებლად, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა