ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სტუდენტებს შეხვდა

სურათი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს მიმდინარე საარჩევნო რეფორმები და შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების წესები  გააცნო. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არჩევნების მნიშვნელობაზე, დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა 2 აპრილს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ და შეაჯამა მისი თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განხორციელებული სიახლეები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას საარჩევნო პროცესების მიმართ. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა