გამოცხადდა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამის სტრუქტურული ერთეულში დასაქმებისათვის საჭირო განათლება (არის ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ,,პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი).
კონკურსანტმა 2022 წლის 28 თებერვლიდან 2022 წლის 04 მარტის ჩათვლით (16:00 სთ-მდე), ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარიის) ელექტრონული ფოსტის - chancellery@bsu.edu.ge მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (თანდართული ფორმის - დანართი 5 შესაბამისად შევსებული);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV;
დ) ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან სასწავლო ბარათი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ზ) სამოტივაციო წერილი.
3. სტაჟიორთა შერჩევისას გაითვალისწინება: ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სტუდენტის აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრ კონკურსანტს.
4. კონკურსის შედეგად უნდა შეირჩეს არაუმეტეს 4 სტაჟიორი, რომლებიც შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას შემდეგი განრიგით:
ა) პირველ ცვლაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 9:00სთ - 13:00სთ-ებში;
ბ) მეორე ცვლაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:00სთ - 18:00სთ-ებში.
5. სტაჟიორმა უნდა შეასრულოს შესაბამისი ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულებითა და პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები.
6. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულ წარმატებულ სტაჟიორებზე გაიცემა სერტიფიკატები და შესაძლებელია დასაქმდნენ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არაუმეტეს 6 თვის ვადით, თვეში არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურებით.
7. კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას თან ერთვის:
ა) ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულება (დანართი 1);
ბ) ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამების მართვის მიმართულებით დასაქმებული პერსონალის სამუშაო აღწერილობის დამტკიცების შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება (დანართი 2);
გ) ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 3);
დ) ,,ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 25 თებერვლის N01-10/16 ბრძანება (დანართი 4);
ე) სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 5).
დანართი 1დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
უკან |