ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და იწყებს საქველმოქმედო აქციას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. აქცია ითვალისწინებს მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ნივთებით (მშრალი ტკბილეული - ჩურჩხელა, ჩირი), ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ. დახმარებას. ასევე, ფულად შემოწირულობას აღნიშნული საჭიროებების შესაძენად.
ნივთები შეგროვდება 4 მარტიდან ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ოფისში.
მისამართი: ბსუ, ნინოშვილის 35/რუსთაველის 32;
II კორპუსი, I სართული, ოთახი N 1;
საკონტაქტო პირები:
ლევან ტარიელაძე - 577 17 70 29; ელფოსტა: l.tarieladze@bsu.edu.ge
გოჩა სურგულაძე - 593 40 93 98; ელფოსტა: gocha.surguladze@bsu.edu.ge
უკან |