2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) შესაძლებელია განხორციელდეს 3 (სამ) ეტაპად.
ადმინისტრაციული რეგისტრაციის ეტაპები:
I ეტაპზე - 2022 წლის 28 მარტის ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 40%;
II ეტაპზე – 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%;
III ეტაპზე – 2022 წლის 25 ივნისამდე ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%.
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური; დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, საგანმანათლებლო პროგრამა და სწავლის წელი (კურსი).
გადახდილი სწავლის საფასურის (კრედიტების საფასურის) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად ასახვის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბანკში საბილინგო სისტემა. გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ელექტრონული გადახდების სისტემებიდან.
უკან |