ბსუ-ში ტრენინგი „მედია და ბავშვთა უფლებები“ ჩატარდა

სურათი

ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში სტუდენტებისა და ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „მედია და ბავშვთა უფლებები“. ღონისძიების მონაწილეებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ბსუ-ს საპატიო დოქტორი ღასან ხალილი მიესალმნენ და სერტიფიკატებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ტრენინგს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი უძღვებოდნენ. 

ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში უკვე ჩატარდა 9 ტრენინგი და ვებინარი მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის. მასწავლებლები გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვთა უფლებების სწავლება სამოქალაქო განათლებაში, მულტიკულტურული განათლების საფუძვლები, რელიგია და ეთნიკური უმცირესობები აჭარის რეგიონში; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ეფექტური სწავლა-სწავლების სტრატეგიები; განვითარებისა და სწავლის თეორიები საკლასო ოთახში. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: ,,ბავშვთა უფლებების შესავალი კურსი დაპროგრამების ენაში", ,,ემოციების მართვა, პროექტების მართვა", „თანასწორობა და ბავშვთა უფლებები“, „რა იწვევს ბავშვის ტრამვირებას? როგორ დავიცვათ მოზარდები ტრავმებისაგან“.

ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში ასევე მოეწყო ფოტო-ნახატების გამოფენა „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა