ბსუ-მ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას უკრაინისადმი და საქველმოქმედო აქციას მართავს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ბსუ-ს სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეაგროვეს ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები, საკვები, თეთრეული, ტანსაცმელი. აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხით შეძენილია  პირველადი მოხმარების ნივთები.  

საქველმოქმედო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა