რურდის სამუშაო შეხვედრები ლიეტუვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში

სურათი

14-16 მარტს „ერაზმუს+“-ის რურდის პროგრამის მონაწილეები ბსუ-დან დაესწრნენ ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა) გამართულ სამუშაო შეხვედრებს. პროექტის კოორდინატორი ბსუ-ში, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძე და პროექტის მკვლევარი ლევან ტარიელაძე გაეცნენ პროექტის განხორციელებასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრებზე განხილული იყო რექტორთა კონფერენციის განხორციელებული და სამომავლო აქტივობები, უნივერსიტეტი-მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტის, საერთაშორისო თანამშრომლობის, ტურიზმის, საწარმოთა პრაქტიკის ცენტრის „MINDED VDU“,  მრავალ ფუნქციური მეცნიერებისა და კვლევების ცენტრის, აკადემიური აღიარების, კურსდამთავრებულთა პროგრამის, ინოვაციური კვლევების ინსტიტუტის აქტუალური საკითხები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის განახლების, განხორციელებული საქმიანობისა და განსაზღვრული LLL კურსების შემაჯამებელი პრეზენტაციები. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილებასთან. მონაწილეები გაეცნენ კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის საქმიანობას, უმაღლესი დონის კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების შედეგების კომერციალიზაციის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის საქმიანობას  ბალტიისპირეთის რეგიონში, აგრო-დარგში.

შედგა ასევე საინტერესო შეხვედრები ბსუ-ს წარმომადგენლებსა და კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ოფისის ადმინისტრაციასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა საკითხები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა