ბსუ-ს ღია კარის დღეები - 2022

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისათვის ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში ღია კარის დღეებს მართავს. საინფორმაციო შეხვედრებზე პროფესორ-მასწავლებლებმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს, აბიტურიენტებს ბსუ-ს საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 2022-2023 სასწავლო წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 32 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1 360 პირველკურსელი ჩაირიცხება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა